Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის სამხედრო ნავების განადგურების ბრძანება გასცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამერიკულ გემებს შეფერხებებს შეუქმნიან.

 

„აშშ-ის საზღვაო ძალებს ბრძანება გავეცი, ირანის სამხედრო ნავებს ცეცხლი გაუხსნან და გაანადგურონ, თუ ამერიკულ გემებს ზღვაში შეფერხებებს შეუქმნიან“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას აშშ-ის საზღვაო ძალების ექვსი გემი საერთაშორისო წყლებში წვრთნებს ატარებდა. წვრთნების დროს მათ ირანის საზღვაო ძალების გემები დაედევნენ და სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ. აშშ-ის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ ირანის პროვოკაციული ქმედებები საერთაშორისო საზღვაო წესების დარღვევაა.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც წყვილები დაქორწინებას ონლიან შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მოქალაქეები ქორწინების შესახებ განცხადების შეტანას დისტანციურად შეძლებენ, მოხელეები კი მათ ვირტუალურ ცერემონიაზე დააქრორწინებენ.

 

კუომომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტატში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი 15 მაისამდე გაგრძელდა. ნიუ-იორკში კორონავირუსს 13 ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ჩხუბს არ აპირებს.

 

აშშ-ის პრეზიდენტსა და ნიუ-იორკის გუბერნატორს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სრული ძალაუფლება აქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაიხსნას ქვეყნის ეკონომიკა.

 

„თუ მას ჩხუბი სურს, ჩემგან ამას ვერ მიიღებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში მჭიდროდ ვმუშაობდი ფედერალურ მთავრობასთან და მომავალშიც ასე იქნება. ყოველთვის მაქონდა პრეზიდენტთან ღია კომუნიკაცია. მსურს მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია: მასთან ჩხუბს არ ვაპირებ“, - განაცხადა ენდრიუ კუომომ.

 

13 აპრილს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სრული ძალაუფლება აქვს შტატების ეკონომიკების გახსნასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა:

 

„პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და ჩვენ არ გვყავს მეფე, ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი“.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მდგომარეობა მძიმეა.

 

„ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას ამის თაობაზე. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მას ყველაფერ კარგს ვუსურვებ. თუ მისი მდგომარეობა ისეთია, როგორც ამას მედიაში წერენ, მაშინ ეს სერიოზულია. ყველაფერი კარგი მინდა მას ვუსურვო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობდა სერიოზული სამედიცინო ანგარიშები ამ საკითხზე, თუმცა არავის დაუდასტურებია ისინი.

 

„როდესაც CNN-ი რამეს ავრცელებს, მე ამის დიდად არ მჯერა“, - დასძინა მან.

 

21 აპრილს ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ამერიკის დაზვერვა ამჟამად ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

 

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

ახლა რომ პრეზიდენტი მე არ ვყოფილიყავი, აშშ ჩრდილოეთ კორეასთან ომში იქნებოდა, - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან არსებული ურთიერთობების შეფასებისას განაცხადა.

 

„ჩრდილოეთ კორეა რაკეტების ცდებს ატარებს, თუმცა ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ცოტა ხნის წინ კიმ ჩენ ინისგან კარგი წერილი მივიღე, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ახლა რომ პრეზიდენტი მე არ ვყოფილიყავი, აშშ ჩრდილოეთ კორეასთან ომში იქნებოდა.

 

რა თქმა უნდა, ომი აშშ-ის გამარჯვებით დასრულდებოდა, მაგრამ როდესაც მე თეთრ სახლში მოვედი, ჩვენს ქვეყანას შეიარაღება არ ჰქონდა. ობამას ადმინისტრაციამ ჩვენ შეიარაღება არ დაგვიტოვა, ხოლო თუ შეიარაღება არ გაქვს, ომს თავი უნდა აარიდო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ „დემოკრატ“ გუბერნატორებს უპასუხა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით თეთრი სახლის გეგმებს ეწინააღმდეგებიან.

 

„დემოკრატ“ გუბერნატორებს გადაეცით, რომ „ამბოხი ბაუნტიზე“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. დროდადრო კარგი ძველმოდური ამბოხის ყურება საინტერესო და ამაღელვებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეამბოხეებს ძალიან სჭირდებათ კაპიტანი!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

 

13 აპრილს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სრული ძალაუფლება აქვს შტატების ეკონომიკების გახსნასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა:

 

„პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და ჩვენ არ გვყავს მეფე, ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი“.

აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტსა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს ვიცე-პრეზიდენტად მიშელ ობამას ხილვა სურს.

 

ტელეარხ KDKA-ს ეთერში სიტყვით გამოსვლისას ჟურნალისტის კითხვას, სურს თუ არა მიშელ ობამას თავის ვიცე-პრეზიდენტად ხილვა, ჯო ბაიდენმა უპასუხა:

 

„რა თქმა უნდა! მას დაუფიქრებლად ავირჩევდი. მიშელი შესანიშნავია. ნამდვილად დახვეწილი ქალია. ობამები ჩემი დიდი მეგობრები არიან“.

 

ამასთან, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეჭვობს, მიშელ ობამა დაინტერესებული იყოს ამ თანამდებობით.

 

„არა მგონია, რომ მას სურვილი აქვს თეთრი სახლის მახლობლად იცხოვროს კვლავ“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

14 აპრილს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

 

„ლიდერის თვისებები, რომლის საფუძველში ცოდნა, გამოცდილება, პატიოსნება და თავმდაბლობა დევს, თეთრ სახლშია საჭირო. ამიტომაც, ვამაყობ იმით, რომ ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მხარს ვუჭერ“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

 

ბარაკ ობამას თქმით, ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მისი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

მექსიკაში, დაცარილებულ კურორტ ლა ვენტანილიის სანაპიროს ნიანგები დაეპატრონენ, ამის შესახებ Mexico News Daily წერს.

 

ამ შტატის კურორტი ცნობილია ნიანგების სიმრავლით, რომლებიც მდინარის ლაგუნაში ბინადრობენ.

აპრილის დასაწყისში მექსიკის მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ეს კურორტი და ქვეყანაში არსებული ყველა სანაპირო დახურა. როცა კურორტები დაცარიელდა, რეპტილიებმა ლაგუნა დატოვეს. ამ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა კურორტის სანაპიროზე 5 გიგანტური ნიანგი შენიშნეს.

პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და ჩვენ არ გვყავს მეფე, ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი- ასე ეხმაურება ნიუ-იორკის გუბერნატორი ტრამპის განცხადებას.

 

როგორც მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ-ის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გუბერნატორებთან ერთად მალე მიიღებს.

 

„დაბნეულობის შექმნის მიზნით, ზოგიერთი „ფეიკ ნიუს“ მედია ამბობს, რომ შტატების გახსნის გადაწყვეტილება გუბერნატორებმა პირადად უნდა მიიღონ და არა აშშ-ის პრეზიდენტმა და ფედერალურმა მთავრობამ. ნათლად ვიტყვი: ეს არასწორია. ეს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, რაც ბევრი მიზეზითაა განპირობებული. მე, ადმინისტრაცია და გუბერნატორები ერთად ვმუშაობთ და ასე გაგრძელდება. გადაწყვეტილებას გუბერნატორებთან და სხვებთან შეთანხმებით მალე მივიღებ“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „მწვანე ბარათების“ გაცემის დროებით შეჩერებას გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The New York Times წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აკრძალვა შეეხება „მწვანე ბარათების“ უმეტესობას. თავის მხრივ სააგენტო Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყანაში სამუშაო ვიზებით შემოსვლას 90 დღით შეაჩერებს. გამონაკლისი გაკეთდება სასურსათო სამედიცინო სფეროებში დასაქმულებისთვის.

 

21 აპრილს დონნალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ იმიგრანტების მიღებას დროებით წყვეტს.

 

„უხილავი მტრის თავდასხმისა და ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დასაცავად, მოვაწერ ხელს განკარგულებას იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ”, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

 

„ლიდერის თვისებები, რომლის საფუძველში ცოდნა, გამოცდილება, პატიოსნება და თავმდაბლობა დევს, თეთრ სახლშია საჭირო. ამიტომაც, ვამაყობ იმით, რომ ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მხარს ვუჭერ“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

 

ბარაკ ობამას თქმით, ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მისი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

 

„მას აქვს გამოცდილება და ყველა ის თვისება, რომ ჩვენს ქვეყანას გაუძღვეს ამ ჟამს. მის ირგვლივ კარგი ხალხი შეიკრიბება, რომლებიც ამერიკელი ხალხის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

 

13 აპრილს „დემოკრატმა“ სენატორმა, ბერნი სანდერსმა აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დაუჭირა.

 

„ყველა ამერიკელს ვთხოვ საპრეზიდენტო კამპანიაში მხარი დაუჭირონ ჯო ბაიდენის კანდიდატურას, რათა ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სახიფათო პრეზიდენტის დამარცხება შევძლოთ“, - განაცხადა ბერნი სანდერსმა.

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

„დემოკრატმა“ სენატორმა, ბერნი სანდერსმა აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დაუჭირა.

 

„ყველა ამერიკელს ვთხოვ საპრეზიდენტო კამპანიაში მხარი დაუჭირონ ჯო ბაიდენის კანდიდატურას, რათა ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სახიფათო პრეზიდენტის დამარცხება შევძლოთ“, - განაცხადა ბერნი სანდერსმა.

 

8 აპრილს „დემოკრატი“ სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეთიშა. აქამდე „დემოკრატიული პარტიის“ რიგებში სენატორი ბერნი სანდერსი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იბრძოდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წარსადგენად. მანამდე კი საპრეზიდენტო მარათონს მაიკ ბლუმბერგი და ელიზაბეტ უორენი გამოეთიშნენ.

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება და ბერნი სანდერსის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი დაუპირისპირდება. „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. ყრილობა ივლისის თვეში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო აგვისტოში გაიმართება.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?