Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

თაღლითებმა კალიფორნიის პროფკავშირისთვის 39 მილიონი ყალბი სახის ნიღბის მიყიდვა სცადეს. მომხდარის შესახებ გამოძიებას FBI აწარმოებს.

 

The Los Angeles Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს თაღლითური სქემა, რომელიც უკავშირდება ავსტრალიელ ბროკერსა და მის მიმწოდებელს ქუვეითში.

 

SEIU-მ მარტში გასცა დაპირება, რომ მილიონობით ნიღაბს შექმნიდა, რადგან სამთავრობო უწყებები და საავადმყოფოები ეძებდნენ მიმწოდებელს. გამომძიებლები დაინტერესდნენ შეეძლო თუ არა ფედერალურ მთავრობას მიწოდების შემოწმება თავდაცვის აქტის საშუალებით და თაღლითობას მიაკვლიეს.

 

როგორც საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, აშკარა გახდა თაღლითობა, თუმცა ჯერ არ შემდგარა ფინანსური გარიგება. „არსებობენ ოპორტუნისტები, რომლებიც ეძებენ მსხვერპლს“,_ განაცხადა ამერიკელმა ადვოკატმა სკოტ ბრეიდმა.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ სამედიცინო ნიღბების მარაგების შემცირება და მათზე ფასების ზრდა გამოიწვია.

მანამ, სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ჯანმოს დაფინანსებას მხარს არ დავუჭერ, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა.

 

Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში სენატორმა აღნიშნა, რომ სენატის ასიგნაციების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის პოსტს გამოიყენებს, რათა ჯანმომ აშშ-სგან დაფინანსება არ მიიღოს.

 

„მანამ, სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, მხარს არ დავუჭერ ორგანიზაციის დაფინანსებას. ისინი იტყუებოდნენ, ნელა მოქმედებდნენ და ჩინეთის აპოლოგეტები არიან. ჯანმოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გათვალისწინებით, აშშ-სთვის ეს კარგი ინვესტიცია არ არის. მანამ, სანამ ახალი ხელმძღვანელობა არ ეყოლებათ, ამერიკის ინტერესებშია დაფინანსება შეწყვიტოს, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებით მარცხი განიცადეს“, - განაცხადა ლინდსი გრემმა.

 

დღეს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯანმოსთვის დაფინანსების შეჩერების საკითხს შეისწავლის.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ფიქრობს, რომ ამერიკელებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების პირობებში დიდხანს მოუწევთ ცხოვრება. ამის შესახებ The Gurdian-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მან ვიდეო მიმართვის დროს გააკეთა.

 

„არ მგონია, ჩვეულ ნორმებს დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნორმალურის ახალი განსაზღვრება გვექნება“, - განაცხადა კუომომ. ​

 

მისივე თქმით, თითოეული ამერიკელის პასუხისმგებლობაა იზრუნოს იმაზე, რომ პანდემიის შედეგად მიღებული ცვლილებები პოზიტიური იყოს და არა ნეგატიური. თუმცა ასევე დასძინა, რომ ყველა მზად უნდა იყოს კრიზისისთვის, რომელსაც ქვეყანა სავარაუდოდ თავს ვერ აარიდებს.

 

ნიუ-იორკი აშშ-ში COVID 19-ის გავრცელების ერთ-ერთი ეპიცენტრია. კორონავირუსი გუბერნატორის ძმას, CNN-ის წამყვან კრის კუომოსაც დაუდასტურდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ყოფილი თანაშემწე ტარა რიდი მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.

 

მისი განცხადებით, შემთხვევა 1990-იან წლებში მოხდა, როდესაც ჯო ბაიდენი სენატორი იყო. ტარა რიჯის განცხადებით, ბაიდენმა მასზე სექსუალური ძალადობა 1993 წლის გაზაფხულზე სცადა. რამდენიმე დღის წინ ტარა რიჯმა პოლიციას განცხადებით მიმართა, თუმცა თავდამსხმელის ვინაობა არ დაუსახელებია.

 

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის წინაასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, კეიტ ბედინგფილდის განცხადებით, ყოფილმა ჯო ბაიდენმა თავისი საჯარო საქმიანობა ქალების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლას მიუძღვნა, მაგრამ მსგავსი ბრალდებები პრესაში შესაბამისი გადამოწმების შემდეგ უნდა გავრცელდეს.

 

„ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ტყუილი. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა“, - განაცხადა კეიტ ბედინგფილდმა.

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური წარმომადგენელი კეილი მაკინანი თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელად დაინიშნა.

 

31 წლის კეილი მაკინანი ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

 

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა თანამდებობა დატოვა. როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, იგი კვლავ გაუძღვება აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის აპარატს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და მისი სატელიტები ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას გეგმავენ.

 

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დარწმუნებული ვართ, რომ ირანი და მისი სატელიტები უეცარ თავდასხმას გეგმავენ აშშ-ის ჯარებზე ან/და სამხედრო ბაზებზე ერაყში. თუ ეს მოხდება, ირანს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

3 იანვარს, გამთენიისას ბაღდადში ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს. ის დაიღუპა სარაკეტო დაბომბვის შედეგად, რომელიც ამერიკულმა ავიაციამ ერაყში აშშ-ის საელჩოს ბლოკირების პასუხად განახორციელა და რომლის ორგანიზებაშიც ვაშინგტონმა ირანი დაადანაშაულა. სულეიმანი უცხოეთში ირანის შეიარაღებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელი და ისლამური რესპუბლიკის ძალაუფლების იერარქიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. მისმა მკვლელობამ შესაძლოა რეგიონში ვითარება რადიკალურად შეცვალოს.

კორონავირუსის პანდემიის დროს უცნობმა ქველმოქმედმა აშშ-ში, აიოვას შტატის ქალაქ ერლჰემის მოსახლეობის დახმარება გადაწყვიტა. ამის შესახებ USA Today წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქში ყველა ოჯახმა მისგან 150-დოლარიანი სასაჩუქრე ბარათი მიიღო. ყველაფერი 26 მარტს დაიწყო, როდესაც ქველმოქმედის წარმომადგენელი მერს დაუკავშირდა. მას ადგილობრივი მწარმოებლებისგან 100 სასაჩუქრე ბარათის ყიდვა და მოქალაქეებისთვის დარიგება უნდოდა. ასე მან ლოკალური ბიზნესის მხარდაჭერა გადაწყვიტა.

 

რამდენიმე კვირის შემდეგ მან კიდევ 250 ბარათი იყიდა, მერე კი 150. როცა ქველმოქმედმა შეიტყო, რომ ერლჰემში სულ 549 ოჯახი ცხოვრობს, მან ყველას დასაჩუქრება გადაწყვიტა. სასაჩუქრე ბარათების გამოყენება ადგილობრივ ბარში, სასურსათო მაღაზიასა და რესტორანში შეიძლება. უცნობმა ქველმოქმედებაზე 82 ათას დოლარზე მეტი დახარჯა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მედიკამენტ „პლაქვენილის“ მწარმოებელი კომპანიის უკან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფინანსური ინტერესები დგას. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს.

 

„თუ ჰიდროქსიქლორინი აპრობირებული სამკურნალო საშუალება გახდება, გაიზრდება რამდენიმე ისეთი ფარმაცევტული კომპანიის მოგება, რომელთა მეწილეებსა და ხელმძღვანელ პირებს დონალდ ტრამპთან აქვთ კავშირი. თავად ტრამპს აქვს მცირე პირადი ფინანსური ინტერესი ფრანგულ კომპანია Sanofi-ში, რომელიც პრეპარატ „პლაქვენილს“ (ჰიდროქსიქლორინის საწარმო დასახელება) აწარმოებს“, - წერს გამოცემა.

 

მისი მტკიცებით, Sanofi-ს ერთ-ერთი უმსხვილესი მეწილეა საინვესტიციო კომპანია Fisher Asset Management-ი. კომპანიის ხელმძღვანელი კენ ფიშერი აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველია. ამ საკითხთან დაკავშირებით NYT-ის კითხვებს კენ ფიშერის პრესმდივანმა არ უპასუხა.

 

Sanofi-ს კიდევ ერთი ინვესტორია ფონდი Invesco, რომელსაც ადრე აშშ-ის ამჟამინდელი ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი ხელმძღვანელობდა. რამდენიმე დღის წინ უილბურ როსმა განაცხადა, რომ არ იცოდა პრეპარატის მწარმოებელ კომპანიებში Invesco-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ და არანაირი გავლენა არ აქვს იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, თუ რომელი პრეპარატი უნდა ჩაითვალოს კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტად.

 

კომპანია Sanofi-ში განაცხადეს, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე „პლაქვენილი“ აღარ იყიდება, მაგრამ ხელმისაწვდომია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

აშშ-ში ქალაქ ნიუპორტის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დარეკონ 911-ზე, თუ მათ ტუალეტის ქაღალდი დაუმთავრდათ. აღნიშნულ განცხადებას ქალაქ ნიუპორტის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს

 

„ძნელი დასაჯერებელია, რომ იძულებულნი ვართ ეს გამოვაქვეყნოთ. არ დაურეკოთ 911-ს მხოლოდ იმიტომ, რომ დაგიმთავრდათ ტუალეტის ქაღალდი. თქვენ გადარჩებით ჩვენი დახმარების გარეშეც“, - ნათქვამია ნიუპორტის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

 

ქალაქის პოლიცია მოსახლეობას ასევე სთავაზობს, ქვითრები, გაზეთები და ფოთლები ტუალეტის ქაღალდის ალტერნატივად გამოიყენონ.

 

„როდესაც ყველაფერი აზრს კარგავს, თქვენ გაქვთ ჟურნალის გვერდები. შეინახეთ ის კატალოგები, რომლებსაც ფოსტით იღებთ, რომლებსაც ჩვეულებრივად ყრით ურნაში. იყავით კრეატიულები. მოითმინეთ. არსებობს ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი. ესეც გაივლის. უბრალოდ არ დარეკოთ 911-ზე. ჩვენ ვერ მოგიტანთ ტუალეტის ქაღალდს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 85 ადამიანი კი გარდაიცვალა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სავიზო სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც პანდემიის პირობებში აშშ-დან თავიანთი მოქალაქეების დაბრუნების პროცესს აჭიანურებენ. დოკუმენტის ტექსტი თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

„ქვეყნები, რომლებიც თავიანთვი მოქალაქეების დაბრუნების პროცესს აჭიანურებენ, ამერიკის მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში გაუმართლებელ რისკებს უქმნიან. აშშ-ს უნდა ჰქონდეს საშუალება, დააბრუნოს იმ უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ამერიკულ კანონმდებლობას არღვევენ“, - აღნიშნულია მემორანდუმში.

 

ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა ასეთი ქვეყნების სია სახელმწიფო მდივანს უნდა წარუდგინოს, მან კი მიღებიდან 7 დღის განმავლობაში სავიზო სანქციების დაწესების გეგმის შესრულება უნდა დაიწყოს.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსი 501 419 ადამიანს დაუფიქსირდა, მათგან 29 078 გამოჯანმრთელდა, 18 769 კი გარდაიცვალა.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის გამცხადებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიო წესრიგს სამუდამოდ შეცვლის. ამის შესახებ ამერიკული დიპლომატიის ყოფილმა ხელმძღვანელმა The Wall Street Journal-ში გამოაქვეყნებულ სტატიაში დაწერა.

 

„რეალობა ის არის, რომ მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ არასოდეს იქნება იგივე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი მოქალაქეები დაავადებისგან უნდა დაიცვას და ამავდროულად ახალი ეპოქის დაგეგმვისთვის მუშაობა დაიწყოს“, - წერს ჰენრი კისინჯერი.

 

„ახლა, ისევე, როგორც 1944 წლის ბოლოს, საფრთხის შეგრძნება გაჩნდა, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე, არამედ შემთხვევით და გამანადგურებელ დარტყმაზე. იმ დროს ამერიკული გამძლეობა ეროვნული მიზნით იყო გამაგრებული. ახლა, დაყოფილ ქვეყანაში, ეფექტური და შორსმჭვრეტელი მთავრობაა საჭირო იმისათვის, რომ გადავლახოთ უპრეცედენტო და გლობალური დაბრკოლებები“, - აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

 

ჰენრი კისინჯერმა ასევე გააკრიტიკა ის, რომ მსოფლიოს ქვეყნები მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ზრუნავენ და ერთმანეთს კარებს უხურავენ.

 

„ერები თანაარსებობენ და ვითარდებიან მაშინ, როდესაც მათ ინსტიტუტებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ უბედურება, შეაკავონ მისი გავლენა და აღადგინონ სტაბილურობა“, - დასძინა მან.

 

ჰენრი კისინჯერის თქმით, ვირუსს არ აქვს საზღვრები, თუმცა მსოფლიო ლიდერები კრიზისის მოგვარებას ძირითადად ნაციონალურ საფუძველზე ცდილობენ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავარი არ არის წმინდა ეროვნული ძალისხმევა, არამედ უფრო დიდი საერთაშორისო თანამშრომლობა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიკლ ბლუმბერგის საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას მისი ცხოვრების მთავარ სირცხვილად აფასებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

 

„პატარა მაიკლ ბლუმბერგი ახლახან გამოეთიშა საპრეზიდენტო მარათონს. დიდი ხნის წინ შემეძლო მისთვის მეთქა, რომ მას საამისოდ საჭირო თვისებები არ აქვს და მილიარდ დოლარს დაზოგავდა. ახლა სახის შენარჩუნება სურს და მძინარე ჯოს კამპანიაში ჩადებს ფულს, თუმცა არაფერი გამოვა!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

დღეს მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მაიკლ ბლუმბერგი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩაერთო, მხოლოდ რეკლამაზე დაახლოებით 500 მილიონი დოლარი დახარჯა.

 

აღსანიშნავია, რომ 3 მარტს გამართულ „სუპერ სამშაბათის“ პრაიმერიზე მაიკ ბლუმბერგმა ვერც ერთ შტატში ვერ გაიმარჯვა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?