Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.1761
EUR
3.5366
RUR
0.045
GBP
3.9161

მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო მარათონს გაეთიშა. განცხადება მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა. განცხადებაში ბლუმბერგი ამბობს, რომ ის მხარს ჯო ბაიდენს დაუჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.

 

"მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ დონალდ ტრამპის დამარცხებას შეძლებს საუკეთესო კანდიდატი. გუშინდელი არჩევნების შემდეგ ნათელია, რომ ესეთი კანდიდატი დიდი ამერიკელი და ჩემი მეგობარი ჯო ბაიდენია. მე ჯოს დიდი ხანია ვიცნობ. ის შესანიშნავი პიროვნება და კარგი მანერების მქონე ადამიანია. მას შეუძლია გამოიყენოს თავისი ცოდნა ქვეყნისთვის უკეთესი ჯანდაცვის, კლიმატური ცვლილებებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და იარაღის კონტროლისთვის.

 

მე მქონდა შანსი მასთან ერთად მემუშავა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი," - აცხადებს მაიკლ ბლუმბერგი.

 

ბლუმბერგმა კამპანიიდან გასვლის გადაწყვეტილება შიდაპარტიული არჩევნების შედეგების შემდეგ გადაწყვიტა. მან 14 შტატიდან მხოლოდ ამერიკულ სამოაზე გაიმარჯვა. ჯო ბაიდენმა 14-დან 9 შტატში მოიგო.

 

2001 წელს დემოკრატი მაიკლ ბლუმბერგი რესპუბლიკელი გახდა ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გასამარჯვებლად. 2005 წელს იგი მერად მეორე ვადით აირჩიეს.

 

ბლუმბერგი Wall Street-ის ბანკირი იყო, რომელმაც თავისივე სახელწოდების საფინანსო საგამომცემლო იმპერია დააარსა. ჟურნალი ფორბსის 400 მილიარდელის სიაში იგი სიმდიდრით მეცხრე ადგილზეა მარკ ცუკერბერგის შემდეგ, 55 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ქონებით

ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ბრაიან ჰუკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყასემ სოლეიმანის მემკვიდრე, ისმაილ ყაანი, დაღუპული გენერლის გზას გააგრძელებს, მის ბედს გაიზიარებს.

 

ინფორმაციას „როიტერსი“ არაბულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„თუ ყაანი განაგრძობს ამერიკელების მკვლელობის სოლეიმანის გზას, მას იგივე ბედი ელის. პრეზიდენტმა ტრამპმა დიდი ხანია აშკარა გახადა, რომ ნებისმიერი დარტყმა ამერიკელებზე და ამერიკის ინტერესებზე გამოიწვევს გადამწყვეტ პასუხს. ჩემი აზრით, ირანის რეჟიმი უკვე მიხვდა, რომ მათ არ უნდა მიიტანონ თავდასხმა ამერიკაზე“, - განაცხადა ჰუკმა.

 

ცნობისთვის, ყასემ სოლეიმანი, ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაური, 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში, პენტაგონის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს. მისი მემკვიდრე, „ყუდსის ძალების“ ახალი ხელმძღვანელი აშშ-ის საპასუხო ქმედებებით დაემუქრა.

ფლორიდაში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციასთან დააკავეს ირანის მოქალაქე მასუდ იარილზოლე, რომელიც ორი დანით, მაჩეტეთი და წერაქვით იყო შეიარაღებული. ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner იტყობინება.

 

დაკავებისას თავდამსხმელს ირანის მოქალაქის პასპორტი აღმოაჩნდა. ის აშშ-ში ლეგალურად იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. არაა გამორიცხული, რომ ეს ბაღდადში ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობას უკავშირდებოდეს.

 

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური. ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ყველა მგზავრი ემსხვერპლა. რიგმა ქვეყნებმა მათ შორის აშშ-მ, მომხდარში თეირანი დაადანაშაულეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არეულობა ერაყში და ბაღდადში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს, კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა – ამჯერად რესპუბლიკელი კონგრესმენი ჩაკ ფლეიშმანი ტენესის შტატიდან.

 

ჩაკ ფლეიშმანი მეხუთე კონგრესმენია, ვინც კანონპროექტს მხარს უჭერს. დოკუმენტი ამჟამად განხილვის ეტაპზეა.

რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა.

 

როგორც ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, მასთან ერთად წერილის ავტორები არიან გერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენჯელი.

 

"დღეს ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკოლიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტრენდით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ",-წერს კინზინგერი "ტვიტერზე".

ირანი ამერიკის ოთხ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.

 

კონკრეტულად რომელ ქვეყანაში განთავსებულ საელჩოებს გულისხმობს, ამ შეკითხვაზე საპასუხოდ პრეზიდენტმა თქვა, რომ სავარაუდოდ, ეს ბაღდადი უნდა ყოფილიყო. სხვა ქვეყნები ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუმცა დაამატა, რომ მოსალოდნელ საფრთხეებზე კონკრეტულ ინფორმაციებს ფლობდნენ.

 

„ჩვენ გეტყვით, რომ ეს სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო საელჩო ბაღდადში. შემიძლია გითხრათ, რომ, როგორც მე მიმაჩნია, ეს უნდა ყოფილიყო ოთხი საელჩო“, – ამბობს ტრამპი. ინტერვიუს სრული ვერსია მოგვიანებით გავა ეთერში.

 

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური.

 

ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ყველა მგზავრი ემსხვერპლა. რიგმა ქვეყნებმა მათ შორის აშშ-მ, მომხდარში თეირანი დაადანაშაულეს.

 

11 იანვარს კი ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არეულობა ერაყში და ბაღდადში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიკი მაუსსაც კი ექნება შანსი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებზე. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

 

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ, ვინც არ უნდა იყოს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ის დონალდ ტრამპს დაამარცხებს.

 

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რომელიმე დემოკრატს შეუძლია წააგოს. ვფიქრობ, მიკი მაუსი შეგვიძლია წარვადგინოთ ამ პრეზიდენტის წინააღმდეგ და მას შანსი ექნება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძვის.

იმპიჩმენტის პროცედურა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაა,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატმა პირველ ოფიციალურ განცხადებაში ისაუბრა.

 

მისი თქმით, იმპიჩმენტის მუხლები რაიმე სახის დანაშაულზე არ მიუთითებს და ეს დემოკრატების მხრიდან 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატში გადაცემას დაუჭირა მხარი.

 

შეგახსენებთ, რომ იმპიჩმენტის საფუძველი ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი გახდა, სადაც ტრამპი ზელენსკის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, „უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო, ამის შესახებ СNN წერს. გამოცემის ცნობით, კანადის დაზვერვის მონაცემებით, თვითმფრინავი ირანის რაკეტამ (მიწა-ჰაერი) ჩამოაგდო.

 

„შესაძლოა ეს არ იყო გამიზნული,“- განაცხადა ტრიუდომ. კანადის პრემიერის განცხადებით, უნდა ჩატარდეს გამოძიება, რომ მომხდარის ზუსტი მიზეზები დადგინდეს.

 

BBC-ის ცნობით, ამერიკის ოფიციალური პირები სატელიტის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ამბობენ, რომ Boeing 737-800-ის მიმართულებით სარაკეტო დარტყმას ჰქონდა ადგილი.

 

ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ავიაკატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზები დაბომბა.

 

CBS News-ი კი წერს, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, სატელიტმა ორი რაკეტის ინფრაწითელი გამოსახულება იპოვა, რომელსაც სხვა, აფეთქების ამსახველი გამოსახულებაც მოჰყვა.

 

ეს ვერსია კატასტროფის პირველივე დღიდან უარყო თავად ირანმა, როდესაც ინფორმაცია იორდანული წყაროებით გავრცელდა.

 

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.

 

თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

ტრამპის ინიციატივა ითვალისწინებს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე აბუ-დისი იქნება, სადაც აშშ თავის საელჩოს გახსნის.

 

ამასთან, გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენტიტს უჭერს მხარს.

 

ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა მოიცავს კონცეპტუალურ რუკას, რომელზეც, აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნულია ტერიტორია, რომლის დათმობასაც ისრაელი გეგმავს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუკის მიხდევით, პალესტინის ტერიტორია ორმაგდება.

 

ტრამპი პალესტინელებს ოთხწლიან ვადას უწესებს, რა დროსაც ისინი ისრაელთან უსაფრთხოების საკითხებზე უნდა შეთანხდნენ, ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ თავდასხმების განხორციელება უნდა შეაჩერონ და პალესტინის სახელწიფოს ჩამოყალიბების მიზნით მმართველი ინსტიტუტები შექმნან.

 

აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, გეგმა შეესწავლა.

 

„მე მას ავუხსენი, რომ მისი ახალი სახელმწიფოსთვის გამოყოფილი ტერიტორია ოთხი წლის განმავლობაში ღია და ხელშეუხები დარჩება. ამ დროის მანძილზე პალესტინელებს შეუძლიათ, მთელის სიფრთხილით შეისწავლონ გარიგების პირობები, მოელაპარაკონ ისრაელს, მიაღწიონ სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო კრიტერიუმებს და გახდნენ მართლაც დამოუკიდებელი და საუცხოო სახელმწიფო,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ასევე ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით გახსნიდა აღმოსავლეთ იერუსალიმში საელჩოს.

 

როგორც ირკვევა, ტრამპის ამ გეგმას ბენიამინ ნეთანიაჰუც ეთანხმება, თუმცა Reuters-ი ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი ოთხი წლის განმავლობაში გოლანის მაღლობებზე განაშენიანებას შეაჩერებს. ახლა გადაწყვეტილება პალესტინელებმა უნდა მიიღონ. ივარაუდება, რომ ამ გეგმამ ისრაელსა და პალესტინას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი უნდა დაარეგულიროს. თუმცა BBC იუწყება, რომ პალესტინელები ტრამპის მშვიდობის გეგმას არ ეთანხმებიან.

 

ასევე „ბიბისი“ ინფორმაციით ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ნეთანიაჰუ მოსკოვში ჩავა და ტრამპის შეთავაზებებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განიხილავს.

 

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი და სირიის კუთვნილი გოლანის მაღლობები 1967 წლის 6-დღიანი ომის შედეგად დაიკავა. გაერო ამ ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს.

 

 

აშშ-ის სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პროცესი ბრალის ხმამაღლა წაკითხვით დაიწყო. ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

 

ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე ბრალდებას ადამ შიფი ხელმძღვანელობს.

 

ბრალმდებელთა შვიდკაციან სიაში არიან იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი ჯერი ნადლერი და სხვადასხვა კომიტეტის წევრები: ჰაკიმ ჯეფრისი, ზოი ლოფგრენი, ჯეისონი ქროუ, ველ დემინგსი და სილვია გარსია.

 

15 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატში გადაცემას მხარი დაუჭირა.

 

მანამდე კი დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესს იმპიჩმენტის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სექტორალური სანქციები დააწესა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

 

შეზღუდვები უწესდებათ ირანის ეკონომიკის მწარმოებელ, ქსოვილის, სამშენებლო და სამთომომპოვებელ სექტორებს.

 

გარდა ამისა, აშშ-მა განსაკუთრებული სანქციები დაუწესა ირანის რკინისა და ფოლადის უმსხვილეს მწარმოებლებს. პერსონალური შეზღუდვები დაუწესდათ ასევე ირანის მთავრობის 8 წარმომადგენელს.

 

ტრამპმა სანქციები ირანში განვითარებულ მოვლენებისადმი მიძღვნილ სპეციალურ ბრიფინგზე დააანონსა.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?