Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.7756
EUR
3.1001
RUR
0.0432
GBP
3.5153

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „შათდაუნის“ (მთავრობის მიერ მუშაობის შეწყვეტა) შესაჩერებლად ახალი გეგმა წარადგინა. ტრამპი კვლავ ითხოვს მექსიკის საზღვარზე კედლისმშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას, თუმცა სანაცვლოდ მზად არის, მიიღოს კანონი, რომელიც გარკვეული კატეგორიის მიგრანტებს დეპორტაციისგან დაიცავს.

 

მისივე განცხადებით, მიგრანტები, რომლებიც აშშ-ში მშობლებთან ერთად ბავშვობაში ჩავიდნენ, მოქალაქეობას მიიღებენ. დემოკრატები ტრამპის განცხადებას ეწინააღმდეგებიან და მას მიგრანტების თემის მოგვიანებით განხილვისკენ მოუწოდებენ.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში უკვე 29-ე დღეა, რაც „შათდაუნი“ (მთავრობის მიერ მუშაობის შეწყვეტა) გრძელდება. კერძოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური მთავრობა მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე „დემოკრატები“ კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ. შედეგად დაახლოებით 800 000 ადამიანს ხელფასის გარეშე უწევს მუშაობა.

აშშ კვლავ მოელის ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის კუთხით, - ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

 

„მაშინ, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედისმომცემი დიალოგი დაიწყო ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე კიმ ჩენ ინთან, ჩვენ კვლავ მოველით ჩრდილოეთ კორეისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ბირთვული შეიარაღების ლიკვიდირების კუთხით, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხალხს და რეგიონში ჩვენს მოკავშირეებს“, - განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ აქამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ და ჩრდილოეთ კორეა განაგრძობენ თანამშრომლობას, რომლის მიზანია კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია.

აშშ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას ამერიკული სამხედრო შენაერთის სირიიდან გაყვანის შემდეგაც გააგრძელებს, - ამის შესახებ ეგვიპტეში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

 

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია მკაფიოა და სირიიდან ჯარების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება განხორციელდება, თუმცა, ჩვენ განვაგრძობთ გამანადგურებელ ოპერაციებს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. სირიიდან ჩვენი გასვლა გავლენას არ მოახდენს ჩვენ ომზე ამ დაჯგუფების წინააღმდეგ. „ისლამური სახელმწიფო“ ჯერ კიდევ არსებობს ბევრ ქვეყანაში და ჩვენ მოწადინებულნი ვართ ტერორისტები დავამარცხოთ“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გაყვანის განკარგულება გასცა.

 

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმის, თუ რატომ იმყოფებოდა იქ ამერიკის საჯარისო კონტინგენტი.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტრამპი თეთრ სახლში ჩრდილოეთ კორეის მუშაკთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს კიმ იონ ჩხოლსს შეხვდა.

 

„დონალდ ტრამპის შეხვედრა კიმ იონ ჩხოლთან 1 საათი და 30 წუთი გაგრძელდა. მხარეებმა დენუკლეარიზაციისა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მეორე შეხვედრის გამართვის საკითხები განიხილეს. ეს შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება. პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება კიმ ჩენ ინთან შეხვედრას. შეხვედრის ჩატარების ადგილი მოგვიანებით იქნება გამოცხადებული“, - განაცხადა სარა სანდერსმა.

 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრა გასული წლის 2 ივლისს სინგაპურში შედგა. შეხვედრის შედეგად მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც ოფიციალურმა ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისთვის საჭირო ნაბიჯების განხორციელების მზაობა დააფიქსირა.

ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი ხორხე არეასი მიიჩნევს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თავისი განცხადებებით ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას ხელს უწყობს.

 

„სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელსაც არ სურს შეარბილოს დანაშაულებრივი ეკონომიკური ბლოკადა და საერთაშორისო აგრესია ვენესუელას წინააღმდეგ, ახლა უკვე ღიად უწყობს ხელს სახელმწიფო გადატრიალებას და მაგალითად ვენესუელას კონსტიტუცია მოჰყავს, რომელიც მან, როგორც ჩანს, არ იცის“, - განაცხადა ვენესუელას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

ხოსე არეასმა ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელა საკუთარი დემოკრატიისადმი პატივისცემას ითხოვს.

 

„მაშინ, როდესაც ნიკოლას მადურო აშშ-სთან დიალოგისკენ მიისწრაფის, სახელმწიფო მდივანი პომპეო და სხვა ექსტრემისტები ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ძალადობას აქეზებენ. ვენესუელელი ხალხი საკუთარ სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას დაიცავს“, - აღნიშნა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხზე „დემოკრატების“ ლიდერებთან - ნენსი პელოსსა და ჩაკ შუმერთან შეხვედრა დატოვა. შეხვედრას თეთრი სახლის ლიდერმა „დროის ფუჭად ხარჯვა“ უწოდა.

 

როგორც მოგვიანებით ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, მან „დემოკრატებს“ 30 დღით მთავრობის დაფინანსების აღდგენა შესთავაზა, სანაცვლოდ კი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება მოითხოვა, თუმცა, უარი მიიღო.

 

შეგახსენებთ, კედლის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო კონგრესმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლო, რის გამოც უკვე თითქმის 20 დღეა აშშ-ის მთავრობის ნაწილს მუშაობა შეჩერებული აქვს, მილიონობით თანამშრომელი ხელფასის გარეშეა დარჩენილი.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მომხრეებს შესთავაზა კონგრესში „დემოკრატების“ ლიდერებს - ნენსი პელოზისა და ჩაკ შუმერს, რომლებიც მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის დაფინანსების გამოყოფას ეწინააღმდეგებიან, აგურები გაუგზავნონ.

 

„შესანიშნავი იდეა გამიჩნდა, რაც ჩაკ შუმერსა და ნენსი პელოზის სხვა არჩევანს არ დაუტოვებს, გააგზავნეთ მათ ოფისებში აგური და შეახსენეთ, რომ ჩვენ კედელი გვჭირდება“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საიტი შეიქმნა, სადაც აგურის შესაძენად ფულის გადარიცხვა ხდება. ერთი აგურის შესაძენად მსურველს 20 დოლარის გადარიცხვა შეუძლია.

 

საიტზე აღნიშნულია, რომ ამ აქციის მიზანია 100 000 აგურის გაგზავნა კონგრესში „დემოკრატების“ ლიდერებისთვის.

 

შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შესაჩერებლად კედლის მშენებლობის გამო უთანხმოების შედეგად, კონგრესმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რის გამოც აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა.

ირანის მიერ თანამგზავრის გაშვება ცხადყოფს, რომ ირანის ხელისუფლებას რაკეტების წარმოების პროგრამის გაძლიერება სურს, რაც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

 

„საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის მიუხედავად ირანის რეჟიმმა დღეს თანამგზავრის გაშვება განახორციელა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ირანი თავისი სარაკეტო პოტენციალის გაძლიერებას ცდილობს, რაც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს საფრთხეს უქმნის“, - დაწერა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა „ტვიტერის“ გვერდზე.

 

აღსანიშნავია, რომ გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თანამგზავრების გაშვებით ირანი არ არღვევს საერთაშორისო სამართალს.

 

მანამდე ირანის საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიების მინისტრმა მოჰამად ჯავად აზარი ჯაჰრუმიმ განაცხადა, რომ ირანული თანამგზავრი „ფაიამი“ ორბიტაზე ვერ გავიდა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ სირიიდან აშშ-ს ჯარების გაყვანა ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამის შესახებ ჯონ ბოლტონმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.

 

„ჩვენ განვიხილავთ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას სირიიდან ჯარების გაყვანაზე. სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ეს ისე უნდა მოხდეს, რომ დარწმუნებული ვიყოთ „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ისრაელის და რეგიონში ჩვენი მეგობრების უსაფრთხოება და ასევე მათზე ვიზრუნოთ, ვინც ჩვენთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდა“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გაყვანის განკარგულება გასცა.

 

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმის, თუ რატომ იმყოფებოდა იქ ამერიკის საჯარისო კონტინგენტი.

კომპანია „Facebook“-მა რამდენიმე ასეული ანგარიშისა და გვერდის გაუქმების შესახებ განაცხადა, რომლებიც საეჭვო ქმედებებში იყვნენ ეჭვმიტანალი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კომპანიის განცხადებით, ეს გვერდები, შესაძლოა, რუსეთთან და რუსულ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკთან“ იყვნენ დაკავშირებული.

 

„ჩვენ აღმოვაჩინეთ ორი ოპერაცია, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობდა: პირველი ეხებოდა მთელ რიგ ქვეყნებს, მეორე კი - უკრაინას. ჩვენ ამ ოპერაციებს შორის რამე სახის კავშირი ვერ აღმოვაჩინეთ, მაგრამ მათში მსგავსი ტაქტიკა გამოიყენებოდა - ექაუნთების ქსელის შექმნა, რომელიც გაურკვევლობას ქმნიდა, თუ ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ“, - განაცხადა კომპანიამ.

 

კომპანიის განცხადების თანახმად, პირველი ოპერაცია ეხებოდა ბალტიის ქვეყნებს, ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას. მის აღსაკვეთად წაიშალა 364 გვერდი და ანგარიში „Facebook“-ში, რომლებიც პოზიციონირებდნენ, როგორც დამოუკიდებელი ახალი ამბების რესურსები. კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ეს გვერდები და ანგარიშები დაკავშირებული იყვნენ მოსკოვის საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ თანამშრომლებთან. ასევე აღმოჩნდა, რომ ცალკეული გვერდები რეგულარულად აშუქებდნენ ნატოს მიმართ უკმაყოფილების თემებს, საპროტესტო მოძრაობებს.

 

მათივე ინფორმაციით, წაშლილ გევრდებს 790 ათასი ხელმომწერი ჰყავდათ, მათი რეკლამირებისთვის კი დახარჯული იყო 135 ათასი აშშ დოლარი.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით დაეუქრა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სირიიდან გასვლის შემდეგ ანკარა სირიელ ქურთებს დაარტყამს.

 

„სირიიდან ჯარების გაყვანას ვიწყებთ და ამავდროულად სხვადასხვა წერტილიდან ძლიერად ვურტყამთ იმას, რაც „ისლამური სახელმწიფოსგან“ დარჩა. თუ „ისლამური სახელმწიფო“ ძალებს მოიკრეფს, კვლავ დავარტყამთ მათ ახლოს მდებარე ბაზებიდან. თურქეთს ეკონომიკურად ავაოხრებთ თუ ქურთებს დაარტყამენ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკული მხარე ჩრდილოეთ სირიაში ქურთ მებრძოლებთან ერთად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა. ოფიციალური ანკარა კი ქურთულ მოძრაობას ტერორისტულ დაჯგუფებად მოიხსენიებს და პირობას დებს, რომ მათ გაანადგურებს.

 

19 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გაყვანის განკარგულება გასცა. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმის, თუ რატომ იმყოფებოდა იქ ამერიკის საჯარისო კონტინგენტი.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შეუძლია, რათა კონგრესის გვერდის ავლით აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება მიიღოს.

 

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს, განიხილავს თუ არა ის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას კედლის მშენებლობისთვის კონგრესის თანხმობის გარეშე დაფინანსების გამოსაყოფად.

 

„მე შემიძლია ამის გაკეთება თუ ამას მოვინდომებ. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება და ძალიან სწრაფად კედლის აშენება. ეს ქმედება შეიძლება საჭირო გახდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

როგორც ტელეარხი ABC განმარტავს, სასაზღვრო სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ტრამპს შეუძლია გამოიყენოს კონგრესის მიერ საგანგებო სიტუაციებისთვის გამოყოფილი სახსრები.

 

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბრიდან, საბიუჯეტო სახსრების არარსებობის გამო, აშშ-ს მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია. ამერიკელ კანონმდებლებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ 2019 წლის ბიუჯეტი, ვინაიდან მათ კომპრომისული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » მაისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?