აშშ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას ამერიკული სამხედრო შენაერთის სირიიდან გაყვანის შემდეგაც გააგრძელებს, - ამის შესახებ ეგვიპტეში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

 

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია მკაფიოა და სირიიდან ჯარების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება განხორციელდება, თუმცა, ჩვენ განვაგრძობთ გამანადგურებელ ოპერაციებს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. სირიიდან ჩვენი გასვლა გავლენას არ მოახდენს ჩვენ ომზე ამ დაჯგუფების წინააღმდეგ. „ისლამური სახელმწიფო“ ჯერ კიდევ არსებობს ბევრ ქვეყანაში და ჩვენ მოწადინებულნი ვართ ტერორისტები დავამარცხოთ“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გაყვანის განკარგულება გასცა.

 

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმის, თუ რატომ იმყოფებოდა იქ ამერიკის საჯარისო კონტინგენტი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.