ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ ვენესუელას ცენტრალურ უნივერსიტეტში მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. გამოსვლისას მან განაცხადა, რომ გამარჯვება ახლოსაა და ნიკოლას მადუროს დამხობა დროის ამბავია.

 

„ვენესუელა ჩვენია და მას არავის დავუთმობთ. ჩვენ იქამდე გავაგრძელებთ ბრძოლას სანამ საბოლოო შედეგს არ მივაღწევთ. დღითი-დღე სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს მადუროს და ჩვენ გვიერთდება“, - განაცხადა ხუან გუაიდომ.

 

შეგახსენებთ, რომ გუაიდოს 40-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს. მათ შორისაა: აშშ, კანადა, ბრიტანეთი, გერმანია და საქართველო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.