კიმ ჩენ ინის მმართველობისას ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკურ რაკეტად გადაიქცევა, - ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა.

 

„კიმ ჩენ ინის მმართველობისას ჩრდილოეთ კორეა უდიდესი ეკონომიკური ცენტრი გახდება. მას ბევრის გაკვირვება შეუძლია, მაგრამ მე ვერ გამაკვირვებს, ვინაიდან მე მას ვიცნობ და კარგად მესმის, თუ რისი გაკეთება შეუძლია. ჩრდილოეთ კორეა რაკეტად გადაიქცევა, მაგრამ სხვანაირ - ეკონომიკურ რაკეტად!“ - წერს ტრამპი.

 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის რიგით მეორე შეხვედრა 27-28 თებერვალს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.