აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გიტერეშთან შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის საქმიანობის გამო შეშფოთება გამოთქვა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია, ვენესუელაში განვითარებული სიტუაცია და იემენში არსებული კრიზისი.

 

„სახელმწიფო მდივანმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები და ასევე ჰუმანიტარული კრიზისი იემენში. სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ახლო აღმოსავლეთში ირანის დესტრუქტიული საქმიანობა ძირს უთხრის გაერო-ს ძალისხმევას კონფლიქტების გადაჭრის კუთხით“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

გაერო-ს გენერალური მდივანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში, სადაც შეხვედრებს მართავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.