აშშ მექსიკური ნარკოკარტელების უცხოურ ტერორისტულ დაჯგუფებებად აღიარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინტერნეტ-პორტალ Breitbart-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, განიხილავენ თუ არა ვაშინგტონში ნარკოკარტელებთან მიმართებაში ზომების მიღებას, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ას საკითხზე სერიოზულად ფიქრობს და საჭიროა ზომების მიღება“.

 

„ეს გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიური მომენტია, ასევე ეკონომიკური საკითხიცაა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მექსიკურ ნარკოკარტელებს ტერორისტულ ორგანიზაციებად მივიჩნევ“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, მექსიკამ დაკარგა კონტროლი ნარკოკარტელებზე.

 

„სამწუხაროდ, მექსიკამ დაკარგა კონტროლი ნარკოკარტელებზე. გასულ წელს მექსიკაში 42 ათასი ადამიანი მოკლეს. ეს ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა მსოფლიოში“, - დასძინა მან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.