ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო არც ერთ ვარიანტს არ გამორიცხავს, რაც ხელს შეუწყობს ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან წასვლას.

 

ამის შესახებ ხუან გუაიდომ ესპანურ გამოცემა El Pais-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩვენ ყველაფერი მოვსინჯეთ ვენესუელაში. ყოველთვის ძალადობაზე უარის თქმის ჩარჩოებში ვმოქმედებთ. თუმცა, მივიჩნევ, რომ უნდა ვისაუბრო უზურპაციის შეწყვეტის მიზნით ქმედებების ყველა ვარიანტებზე“, - განაცხადა ხუან გუაიდომ.

 

ხუან გუაიდომ ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებული სიტუაციაში გარედან ჩარევაზე.

 

„ეს საკამათო ვარიანტია. გარდა ამისა, ჩარევის შესაძლებლობა არ არის, ვინაიდან არსებობს მოვალეობების შემსრულებელი მთავრობა, რომელსაც შეუძლია დახმარება მოითხოვოს. მე მჯერა ვენესუელელების, ხოლო სამხედროები ვენესუელელები არიან“, - აღნიშნა ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.