ვაშინგტონი გმობს ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის რობერტო მარეროს დაკავებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

 

ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

 

„აშშ გმობს ნიკოლას მადუროს სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ჩხრეკას და ხუან გუაიდოს აპარატის ხელმძღვანელის რობერტო მარეროს დაკავებას. ჩვენ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

შეგახსენებთ, რომ აქამდე ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი სერხიო ვერგარა და მისი აპარატის ხელმძღვანელი რობერტო მარერო ვენესუელას უშიშროებამ დააკავა, ხოლო მათ სახლებში კი ჩხრეკები ჩაატარეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.