რიო-დე-ჟანეიროში ფართომასშტაბიანი ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ტემერი დააკავეს.

 

ტემერი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა 2018 წელს ამოეწურა, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივ მედიასაშაულებასთან კომენტარში ექსპრეზიდენტმა მის დაკავებას „ბარბაროსობა“ უწოდა.

 

ქვეყნის მედიის ცნობით, მიშელ ტემერი ეჭვმიტანილია ქრთამის სახით ერთი მილიონი ბრაზილიური რეალის აღებაში.

 

ამჟამად მის წინააღმდეგ ათამდე საქმე განიხილება, მათ შორის, კორუფციისა და ფულის გათეთრების შესახებ.

 

თავად ტემერი ხელისუფლებაში 2016 წელს კორუფციასთან ბრძოლის ფონზე მოვიდა. მან ამ პოსტზე დილმა რუსეფი შეცვალა, რომელიც იმპიჩმენტის შედეგად გადადგა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.