აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ ღმერთი შესაძლოა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ისრაელის დასაცავად იყენებს, - ამის შესახებ CBN News წერს, რომელმაც ისრაელში ვიზიტით მყოფ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ინტრვიუ ჩაწერა.

 

„ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის განსაკუთრებულია იმ ადგილების დათვალიერება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რისიც გწამს“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა დონალდ ტრამპი თანამედროვე ესთერი, რომელმაც ბიბლიაში სპარსეთის მეფე დაარწმუნა, არ ამოეხოცა ებრაელი ხალხი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უპასუხა:

 

„როგორც ქრისტიანს, მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. როდესაც ხედავ იმ სამუშაოს, რომელიც ჩვენმა ადმინისტრაციამ განახორციელა, რათა ებრაული სახელმწიფო, ახლო აღმოსავლეთის ეს დემოკრატია შენარჩუნებული იყოს, ვრწმუნდები, რომ ამაში ღმერთის ხელი ურევია“, - დასძინა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.