სპეცპროკურორმა რობერტ მუელერმა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიება დაასრულა.

 

სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გამოძიების მთავარი დასკვნების შესახებ ანგარიში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს გადასცა.

 

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უილიამ ბარმა ამერიკელ კანონმდებლებს აცნობა, რომ ანგარიშს ეცნობა და მათ მიაწვდის ინფორმაციას სპეცპროკურორის დასკვნებზე.

 

ამ ეტაპზე უცნობია იქნება თუ არა აღნიშნული ანგარიში სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნებული.

 

როგორც ამერიკული მედია იუსტიციის დეპარტამენტში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ანგარიშში სპეცპროკურორი მუელერი არ იძლევა რეკომენდაციას, რომ აღნიშნულ საქმეზე რაიმე ახალი ბრალდებება წარადგინონ.

 

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ფარგლებში 30-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს ბრალდება. მათ შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი, საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე რიკ გეიტსი, ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი მაიკლ კოენი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი.

 

დონალდ ტრამპი გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებდა და ამბობდა, რომ მის საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთთან თანამშრომლობა არ ყოფილა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.