ვენესუელაში რუსი სამხედროების ჯგუფის ჩამოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ ნიკოლას მადურო საკუთარ სამხედროებს არ ენდობა, - ამის შესახებ ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა.

 

„როგორც ჩანს, ხელისუფლება არ ენდობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. ამიტომაც უცხოელი ჯარისკაცები მოიწვიეს. ამბობდნენ, რომ ჰუმანიტარული დახმარება ინტერვენციის საბაბი არისო და თვითონ კი უცხოელ ჯარისკაცებს პატიჟებენ“, - განაცხადა ხუან გუაიდომ.

 

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ვენესუელელ სამხედროებს, რომ ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ.

 

„სამხედროებო, კიდევ აპირებთ ნიკოლას მადუროს დაცვას, რომელიც არ ზრუნავს თქვენზე და არ გენდობათ?“ - მიმართა მან სამხედროებს.

 

შეგახსენებთ, აქამდე გამოცემა El Comercio-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ 23 მარტს ორი რუსული თვითმფრინავი Ан-124 და Ил-62 სამხედროებითა და 35 ტონა ტვირთით მაიკეტიას აეროპორტში დაეშვა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.