აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

რეზოლუციაში წერია, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობა გენოციდია.

 

ფაქტს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მან აშშ-ის სენატს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის 1.5 მილიონი მსხვერპლისთვის ეს პატივის მიგებაა და ასევე პრევენციისკენ გადადგმული თამამი ნაბიჯია „#აღარასოდეს!“- წერს ფაშინიანი.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი სენატის აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო და „პოლიტიკური შოუ“ უწოდა. კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა იბრაჰიმ კალინმაც და განაცხადა, რომ ანკარა ამ ნაბიჯს „მკაცრად გმობს.“

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.