ერაყის დედაქალაქში, აეროპორტთან მომხდარ ოპერაციას ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ირანს ომი არასდროს მოუგია.

 

„ირანს არასოდეს მოუგია ომი, მაგრამ ასევე არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში“,-დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.

 

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა მოლაპარაკებებთან მიმართებაში სავარაუდოდ, ბარაკ ობამასთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება იგულისხმა.

 

ეს ბაღდადის აეროპორტში ოპერაციის შემდეგ ტრამპის მეორე პოსტია „ტვიტერში“. თავდაპირველად, მან აშშ-ის დროშა გამოაქვეყნა, კომენტარის გარეშე.

 

დღეს მომხდარ ინციდენტს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეოც გამოეხმაურა. მისი თქმით, სულეიმანის ლიკვიდაციამ „ათობით, თუ არა ასობით“ ამერიკელის სიცოცხლე იხსნა.

 

შეგახსენებთ, აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის ე.წ. ჩრდილოვანი გენერალი ყასემ სულეიმანი დაიღუპა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.