აშშ-მ ირანელი გენერალ-მაიორის, „ქუდსის ძალების“ მეთაურის ესკორტზე ბაღდადის აეროპორტში საჰაერო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც მოკლულია ქასემ სულეიმანი, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

 

„დარტყმის მიზანი ირანის სამომავლო თავდასხმის გეგმების ჩაშლა იყო ,“- ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ქასემ სულეიმანის სიკვდილი „ირანის რევოლუციურმა გვარდიამაც“ დაადასტურა.

 

ერაყის გასამხედროებული ძალების ინფორმაციით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

 

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, „როიტერსთან“ საუბარში განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე ირანთან დაკავშირებული ორი პირი იყო.

 

სულეიმანი „ქუდსის ძალების“ მეთაური 1998 წელს გახდა. მას ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობისა და ერაყში შიიტური დაჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.