აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელ გენერალ ყასემ სულეიმანიზე თავდასხმის დაგეგმვა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგადაც რამდენიმე ამერიკელი დაიღუპა. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობის დაგეგმვაში ტრამპის რამდენიმე მაღალჩინოსანი მრჩეველი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც საშობაო არდადეგების გამო აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში იმყოფებოდნენ. ისინი ერთმანეთთან დაცული სატელეფონო ხაზით ეკონტაქტებოდნენ.

 

ტრამპმა საკუთარი გეგმების შესახებ კონგრესს საიდუმლოს დაცვის გამო არ შეატყობინა. თავდასხმის შესახებ არც ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელობამ და არც უცხო ქვეყნების მეთაურებმა იცოდნენ.

 

გენერალთან გამოსამშვიდობებელი პროცესია დღეს ბაღდადში მიმდინარეობს.

 

გენერალ ყასემ სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდაო და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.