მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო მარათონს გაეთიშა. განცხადება მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა. განცხადებაში ბლუმბერგი ამბობს, რომ ის მხარს ჯო ბაიდენს დაუჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.

 

"მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ დონალდ ტრამპის დამარცხებას შეძლებს საუკეთესო კანდიდატი. გუშინდელი არჩევნების შემდეგ ნათელია, რომ ესეთი კანდიდატი დიდი ამერიკელი და ჩემი მეგობარი ჯო ბაიდენია. მე ჯოს დიდი ხანია ვიცნობ. ის შესანიშნავი პიროვნება და კარგი მანერების მქონე ადამიანია. მას შეუძლია გამოიყენოს თავისი ცოდნა ქვეყნისთვის უკეთესი ჯანდაცვის, კლიმატური ცვლილებებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და იარაღის კონტროლისთვის.

 

მე მქონდა შანსი მასთან ერთად მემუშავა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი," - აცხადებს მაიკლ ბლუმბერგი.

 

ბლუმბერგმა კამპანიიდან გასვლის გადაწყვეტილება შიდაპარტიული არჩევნების შედეგების შემდეგ გადაწყვიტა. მან 14 შტატიდან მხოლოდ ამერიკულ სამოაზე გაიმარჯვა. ჯო ბაიდენმა 14-დან 9 შტატში მოიგო.

 

2001 წელს დემოკრატი მაიკლ ბლუმბერგი რესპუბლიკელი გახდა ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გასამარჯვებლად. 2005 წელს იგი მერად მეორე ვადით აირჩიეს.

 

ბლუმბერგი Wall Street-ის ბანკირი იყო, რომელმაც თავისივე სახელწოდების საფინანსო საგამომცემლო იმპერია დააარსა. ჟურნალი ფორბსის 400 მილიარდელის სიაში იგი სიმდიდრით მეცხრე ადგილზეა მარკ ცუკერბერგის შემდეგ, 55 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ქონებით

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.