აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ ვენესუელას პრეზიდენტის ჩამოგდების სცენარის უკან ვაშინგტონი დგას. რამდენიმე დღის წინ, ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მათ დააკავეს ამერიკის სპეცსამსახურების ორი თანამშრომელი, რომელთაც „მისი შეპყრობა“ სურდათ.

 

„მე რომ ვენესუელაში მდომოდა შესვლა, არ დავმალავდი, წავიდოდი კიდეც და ვერაფერსაც ვერ იზამდნენ. პატარა ჯგუფს კი არ გავგზავნიდი, არა, არა და არა. არმიას გავგზავნიდი და ამას დაპყრობას დაარქმევდნენ“,-აღნიშნა ტრამპმა.

 

ცნობისთვის, აშშ-სა და ვენესუელას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გასულ წელს გაწყდა. ამ დროისთვის, ამერიკის საელჩო კარაკასში არ აქვს. აშშ და კიდევ 60-მდე ქვეყანა ნიკოლას მადუროს ვენესუელას პრეზიდენტად არ ცნობს და ისინი გარდამავალ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს აღიარებენ. მადუროს მხარდაჭერები არიან: რუსეთი, ჩინეთი, სირია და კუბა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.