აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ სუპერ-პუპერ რაკეტას ჰქმნის, რომელიც 17-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე არსებული ანალოგები. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში აშშ-ის კოსმოსური ძალების ახალი დროშის წარდგენისას განაცხადა.

 

„ახლა წარმოუდგენელ სამხედრო ტექნიკას ვქმნით. მე მას სუპერ-პუპერ რაკეტას ვუწოდებ. ამის წინ გავიგე, რომ 17-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე დღეს არსებული რაკეტები“, - განაცხადა მან.

 

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს რაკეტა თავისი სიჩქარით რუსეთისა და ჩინეთის რაკეტებს უსწრებს.

 

„რუსეთს რაკეტები აქვს, რომელიც 5-ჯერ უფრო სწრაფია, ჩინეთი მუშაობს რაკეტებზე, რომელიც 5-ჯერ თუ 6-ჯერ უფრო სწრაფია. ჩვენი კი 17-ჯერ უფრო სწრაფია. ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რაკეტაა“, - დასძინა მან.

 

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რა რაკეტაზე საუბრობს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.