ნიუ-იორკში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების 340 მონაწილეზე მეტი დააკავეს. ამის შესახებ CNN-ი ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, დემონსტრაციის მსვლელობისას 33 სამართალდამცველი დაშავდა, რამდენიმე მათგანი სერიოზულად. ოფიციალური ინფორმაციით, დემონსტრანებმა პოლიციის 48 მანქანა გაანადგურეს.

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.