აშშ-ის სხვადასხვა ქალაქის თავზე ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვებია დატანილი - „ვერ ვსუნთქავ“.

 

აღნიშნული ბანერები აშშ-ის ხუთი ქალაქის თავზე გამოჩნდა: ნიუ-იორკში, დეტროიტში, ლოს-ანჯელესში, მაიამისა და დალასში.

 

ბანერებზე ჯორჯ ფლოიდის სიკვდილამდე წარმოთქმული შემდეგი სიტყვებია დატანილი: „ვერ ვსუნთქვა“, „მკლავენ“, „მუცელი მტკივა“, „კისერი მტკივა“ და „ყველაფერი მტკივა“. ეს ის სიტყვებია, რომლებიც მისი დაკავების ვიდეოჩანაწერში ისმის.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.