აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რეიტინგში 11 პროცენტით გაუსწრო. სოციალური გამოკითხვის შედეგებს გამოცემა Boston Globe აქვეყნებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს მხარს რესპოდენტთა 52 % უჭერს, თეთრი სახლის ლიდერს კი ხმას გამოკითხულთა 41% აძლევს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშში 3 ნოემბერს ჩატარდება.

 

რამდენიმე დღის წინ თავისი გამოკითხვის შედეგები Washington Post-მა და ABC News-მა გამოაქვეყნეს. ბაიდენი ტრამპს ამ მედიასაშუალებების რეიტინგშიც უსწრებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.