აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ჯეიმს მეტისმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დემონსტრანტების დარბევისა და წესრიგის დასამყარებლად სამხედროების გამოყენების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

 

„დონალდ ტრამპი ჩემს ცხოვრებაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ამერიკელების გაერთიანებას არ ცდილობს, პირიქით, ცდილობს გაგვყოს. სამი წლის განმავლობაში განხორციელებული მიზანმიმართული ქმედებების შედეგებს ვხედავთ ახლა. ჩვენ შეგვიძლია მის გარეშე გავერთიანდეთ“, - განაცხადა ჯეიმს მეტისმა.

 

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის თქმით, დემონსტრანტები სამართლიანად ითხოვენ მართლმსაჯულების აღსრულებას.

 

„ეს ჯანსაღი და გამაერთიანებელი მოთხოვნაა. სამართალდამრღვევების მცირე ჯგუფმა ჩვენი ყურადღება სხვა რამეზე არ უნდა გადაიტანოს. ხალხი ღირებულებების თანახმად ცხოვრებას ითხოვს“, - აღნიშნა ჯეიმს მეტისმა.

 

მისივე თქმით, აშშ-ის ქალაქები დაპირისპირების არენად არ უნდა განიხილებოდნენ.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.