აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, კონსტრუქტორების მწარმოებელმა Lego-მ უარი თქვა თავისი ნაკრებების რეკლამაზე, რომლებშიც პოლიციელების ფიგურებია. ამის შესახებ გამოცემა Toybook იტყობინება.

 

შედეგად 30-ზე მეტი ნაკრები დაზარალდება, რომლებშიც პოლიციელების გარდა მეხანძრეები, დამნაშავეები, მეძებარი ძაღლები და ხელბორკილები ფიგურირებს. აკრძალვას დაექვემდებარა ნაკრები „თეთრი სახლი“.

 

„პარტნიორებს ვთხოვთ თავი შეიკავონ Lego-ს სარეკლამო კონტენტის განთავსებისგან. პატივს ვცემთ აქციას #BlackOutTuesday და აშშ-ში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ჩვენს სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებას ვაჩერებთ“, - განაცხადეს Legos-ს პრესსამსახურში.

 

კომპანიაში არ დაუზუსტებიათ, რამდენ ხანს იმოქმედებს აკრძალვა.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.