აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინურ ავიაკომპანიებს აშშ-ში ფრენების განხორციელებას აუკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, აკრძალვა 16 ივნისიდან ამოქმედდება, თუმცა თარიღი შეიძლება შეიცვალოს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.

 

წყაროს ინფორმაციით, საუბარია შემდეგ ჩინურ ავიაკომპანიებზე: Air China, China Eastern Airlines, China Southern Airlines და Hainan Airlines. გარდა ამისა, აშშ ჩარტერულ ფრენებსაც შეზღუდავს.

 

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა სააგენტო Reuters-ს აკრძალვის დაწესების განზრახვა დაუდასტურა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.