მინეაპოლისში, ჩრდილოეთის ცენტრალურ უნივერსიტეტში ჯორჯ ფლოიდის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს მინეაპოლისის მერი, ჯეიკობ ფრეიც დაესწრო.

 

ქალაქის მერმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგო. იგი ჯორჯ ფლოიდის კუბოსთან მუხლებზე დაიჩოქა და ატირდა.

 

სამოქალაქო პანაშვიდს ასევე დაესწრნენ მინესოტას შტატის ხელისუფლების წარმომადგენლები და აშშ-ის კონგრესმენები.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.