კანადიდან აშშ-ში შესვლის დროს დონალდ ტრამპის მოწამვლის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ NBC-ი სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ქალია და მან თეთრ სახლში რიცინის შემცველი წერილი გააგზავნა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

რამდენიმე დღის წინ CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება „რიცინი“ იყო მოთავსებული. გამოძიება ვარაუდობდა, რომ წერილი ტრამპს კანადიდან გაუგზავნეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.