აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 10 წლის განმავლობაში ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა. ამის შესახებ ამერიკულ გაზეთში ,,New York Times“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიში წერია.

 

როგორც გამოცემა წერს, 2016 წლის ნოემბერში, აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, 2017 წლის ჩათვლით, ტრამპის მიერ ფედერალურ გადასახადებზე დახარჯული თანხა ჯამში 750 დოლარი იყო. გამოცემაში განმარტავენ, რომ ტრამპის კომპანიები ზარალის შესახებ აცხადებდენ, რის გამოც, მათ გადასახადისგან ათავისუფლებენ.

 

New York Times, ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის ფინასების შესახებ ინფორმაცია, პრეზიდენტის კომპანიისგან 20-წლიან პერიოდზე მიიღო. საუბარია იმ მონაცემებზეც, რომელებიც ტრამპმა აშშ-ის ფედერალური საგადასახადო სამსახურს გადასცა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ New York Times-ის სტატია არის ,,ფეიკ ნიუსი“

 

,,მე ვიხდი ძალიან ბევრს და მათ შორის, ვიხდი ფედერალურ გადასახადებს-ამ სიმართლეს მალე დაინახავთ“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა

 

აღნიშნულ სტატიას გამოეხმაურა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის მთავარი ოპონენტი, ჯო ბაიდენი და twitter-ზე სტატისტიკა გამოაქვეყნა, თუ რა რაოდენობის თანხას იხდის აშშ-ს მოქალაქეები

 

,,მასწავლებლებისთვის ეს თანხაა 7000დოლრაი, მეხანძრეებისთვის - 5000$, ექიმებისთვის - 10 000$. გადასახადებისგან თავის არიდებით ტრამპი აბუჩად იგდებს მშრომელ ოჯახებს“ - განაცხადა ბაიდენმა

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.