აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე ლოიდ ოსტინის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ,,politico“ ავრცელებს

 

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის სენატის მიერ ლოიდ ოსტინის კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაშუ, ის აშშ-ის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი თავდაცვის მდივანი გახდება.

 

როგორც ამერიკული მედია წერს, თავდაცვის მდივნის კანდიდატურას 11 დეკემბერს წარადგენს.

 

ასევე გამოცემა ,,politico“ წერს, რომ ლოიდ ოსტინი გადამდგარი გენერალია. ის აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას 2013-2016 წლებში ხელმძღვანელობდა.

 

ცნობისთვის, როგორც აერიკული მედია წერს, 3 ნოემბრის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, რაც საჭირო ხმების რაოდენობას(270) აღემატება

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.