საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის უფლება არ აქვს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, ინფორმაციას CNBC ავრცელებს

 

„ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მე, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ცალმხრივად უნდა მივიღო ან ვუარყო საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმები. სხვები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმები კონგრესის ერთობლივ სხდომაზე არ უნდა გაპროტესტდეს. ჩვენი კონსტიტუციის, კანონებისა და ისტორიის დეტალური შესწავლის შემდეგ, მივიჩნევ, რომ არც ერთი ეს შეხედულება სწორი არ არის“, - აღნიშნა მაიკ პენსმა.

 

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიკ პენსს მოუწოდა, თაღლითური გზით არჩეული საარჩევნო კოლეგიის წევრების ხმები არ დაამტკიცოს.

 

„შტატებს თავიანთი ხმების შესწორება სურთ, ვინაიდან ახლა იციან, რომ ეს ხმები დარღვევებსა და თაღლითობას ეფუძნება. ამასთან, კორუფციული პროცესი საკანონმდებლო გზით არასდროს დამტკიცებულა. ერთადერთი, რაც მაიკ პენსმა უნდა გააკეთოს, ამ ხმების უკან შტატებში დაბრუნებაა და ჩვენ გავიმარჯვებთ. გააკეთე ეს, მაიკ! ახლა განსაკუთრებული სიმამაცის დროა!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.