საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შსახებ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბოუზერმა განაცხადა.

 

ვაშინგტონის მერის განცხადებით, კომენდანტის საათი 6 იანვრის 18:00 საათიდან 7 იანვრის 06:00 საათამდე იმოქმედებს.

 

მანამდე დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

 

კონგრესის ორივე პალატის შეკრების პარალელურად ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ. აშშ-ის დედაქალაქში პოლიციასთან ერთად ეროვნული გვარდიის დანაყოფებიცაა მობილიზებული.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.