აშშ-ის კონგრესის შენობაში სროლის შედეგად დაჭრილი ქალბატონი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას NBCNEWS ავრცელებს
მანამდე აშშ-ის კონგრესის შენობაში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, სროლა მოხდა, რომლის შედეგად, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მძიმედ დაიჭრა.
6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა.