კაპიტოლიუმის შენობიდან კონგრესის ლიდერების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესმენები უსაფრთხოების მიზნით ფორტ მაკნეირის სამხედრო ბაზაზე გადაჰყავთ.
6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა.