აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს

 

„ამ ჟამს ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა. მსგავსი რამე არ გვინახავს. თავდასხმა ხდება თავისუფლების ციტადელზე, ხალხის წარმომადგენლებზე. ქაოსის ეს სცენები არ ასახავს ჭეშმარიტ ამერიკას. რასაც ჩვენ ვხედავთ, მცირე რაოდენობის ექსტრემისტების ჯგუფია, რომლებიც უკანონობას ემსახურებიან. ეს არ არის განსხვავებული აზრი. ეს არეულობაა. ეს ქაოსია. ახლავე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.