აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა უკვე უსაფრთხოა. სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის უსაფრთხოების სერჟანტმა განცხადა, ინფორმაციას CNN ავრცელებს
6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა.