„ვიცით თუ არა, რა მოხდა რეალურად 2016 წელს“, ამ სათაურით ამერიკული გამოცემა ,,GreatPower“ სტატიას აქვეყნებს. რომელშიც საუბარია, როგორც ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე, ასევე საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის როლსა და ზოგადად რუსულ პროპაგანდაზე.

 

სტატიის ავტორი მოლი მაქიუ წერს, რომ 2012 წლის არჩევნების მიმდინარეობისას კრემლმა ყველანაირად ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას.

 

სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილს წმინდა მთაზე შუშის ციხესიმაგრეში ზვიგენთად ერთად მცხოვრებ რუს ოლიგარქს უწოდებს, რომელმაც რუსული ფულით დაიფინანსა არა მხოლოდ საარჩევნო კამპანია, არამედ პირადი ტელევიზია, რომელიც მხოლოდ საარჩევნოდ გახსნა და არჩევნების შემდეგ მალევე დაკეტა.

 

„2012 წლის არჩევნები საქართველოში მუდმივი მუქარის, ზეწოლისა და რუსული დივერსიის პირობებში მიმდინარეობდა. მოსყიდული იყვნენ ძალადობრივი დაჯგუფებები, საერთაშორისო ლობისტები, საარჩევნო დამკვირვებლები და აგენტები, რომლებიც ჭორების სახით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ოპოზიცია არჩევნების წაგების სცენარისთვის ძალადობრივ დაჯგუფებებს ამზადებდა. დივერსიის ამ ფორმამ, რუსეთს სტრატეგიულად მნიშნველოვანი დეტალებიდან, საქართველოს ყურადღება შიშზე გადაატანინა და საშუალება მისცა ჰიბრიდული ომის ფარგლებში ქვეყნის განადგურება გაეგრძელებინა. წმინდა მთაზე, შუშის ციხესიმაგრეში, ზვიგენთან მცხოვრები ოლიგარქი რუსეთის მიერ დაფინანსებულია“ - წერია სტატიაში.

 

სტატიის ავტორი თვლის, რომ ყველა ის მეთოდი, რომელიც ყურადღების გადატანას ემსახურებოდა წინასაარჩევნოდ - წარმატებით შესრულდა.

 

მოლი მაქიუ აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2012 წლის არჩვენების შემდგომ გახდა შესაძლებელი, ყველა იმ ბუნდოვანების ამოხსნა, რაც მაშინ კეთდებოდა და რომელსაც სათავეში ოლიგარქი ედგა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.