Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0594
EUR
3.4507
RUR
0.043
GBP
3.835

კამბოჯის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ დანიშნულებაში, ქალაქ სიემ რიპში ძაღლის ხორცით ვაჭრობა აიკრძალა. ამის შესახებ France 24 იტყობინება.

 

გამოცემის ინფორმაციით, პროვინცია, სადაც ქვეყნის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა, კომპლექსი ანგკორ-ვატი მდებარეობს, ქვეყანაში ძაღლის ხორცით ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა, ამიტომ ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები გადაწყვეტილებას მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ სიემ რიპის მაგალითს მალე მთელი კამბოჯა გაიზიარებს.

 

კანონმდებლობა აკრძალვის დარღვევისთვის ჯარიმას ითვალისწინებს: 5 წელი ციხეში და ფულადი ჯარიმა 1 700-დან 12 200 აშშ დოლარამდე.

 

აზიის ქვეყნებში ძაღლის ხორცი პროტეინის იაფფასიან წყაროს წარმოადგენს. კამბოჯაში ყოველწლიურად ხორცის გამო 3 მილიონამდე ძაღლს ხოცავენ. სიემ რიპში ძაღლის ხორცისგან დამზადებული კერძების დაგემოვნება 20 რესტორანში შეიძლებოდა. მათი ფასი 2.5-დან 10 აშშ დოლარამდე მერყეობს.

 

რამდენიმე დღის წინ ძაღლის ხორცით ვაჭრობა ინდოეთის ერთ-ერთ შტატშიც აკრძალეს.

ავსტრალიაში, შტატ კვინსლენდის ქალაქ მარუჩიოდორაში კატამ 12 წუთი ჩართულ სარეცხის მანქანაში გაატარა და გადარჩა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

 

ორი წლის კატის ოსკარის მფლობელი ამანდა მერედიტი აცხადებს, რომ გაიგო უცნაური კნავილის მსგავსი ხმა მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა სარეცხის მანქანა ჩართო. ქალმა იფიქრა რომ ხმა კარადიდან ისმოდა. კნავილის ხმა ისევ ისმოდა, ქალმა კატის ძებნა დაიწყო. ორი წლის ოსკარი ჩართულ სარეცხის მანქანაში იჯდა და პატრონს შუშიდან შეშინებული უყურებდა.

 

ქალმა მანქანის გათიშვა წურვის რეჟიმის ჩართვამდე მოასწრო. ვიდრე კარი განიბლოკა, კატამ სარეცხის მანქანაში კიდევ ორი წუთი გაატარა (ჯამში 12 წუთი).

 

მომდევნო 24 საათი ოსკარმა ვეტერინარულ კლინიკაში დაჰყო. მას დაჟეჟილობები აქვს და ვეტექიმმა ანთების საწინააღმდეგო აბები დაუნიშნა. პატრონის თქმით ოსკარი რეაბილიტაციის პროცესს გადის.

ინდოეთის შტატ ნაგალანდში ძაღლის ხორცის იმპორტი და გაყიდვა აიკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შტატის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება ცხოველთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციების კამპანიის შემდეგ მიიღო. ორგანიზაციებში კი ეს ინდოეთში ძაღლების მიმართ სისასტიკის აღკვეთისთვის გადამწყვეტ ნაბიჯად შეაფასეს.

 

ამასთან, რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციამ გადაწყვეტილება გააკრიტიკა და შტატის კვების კულტურაზე თავდასხმად შეაფასა.

 

ინდოეთის ნაწილებში ძაღლის ხორცის ჭამა აკრძალულია, მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის გარკვეულ რეგიონებში ეს დელიკატესად ითვლება.

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კატა 31 წლისა მოკვდა. Daily Mail-ის ცნობით, მეინ-კუნის ჯიშის კატა, სახელად რაბლი დიდი ბრიტანეთის ქალაქ ექსეტერში ცხოვრობდა.

 

მისი პატრონის, 51 წლის მიშელ ჰერითეჯის განცხადებით, კატა მას დაბადების დღეზე, 20 წლის იუბილეზე აჩუქეს და მას შემდეგ რაბლი მიშელთან ცხოვრობდა. მიშელის თქმით, კატა არ ავადმყოფობდა, უბრალოდ სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

 

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კატის წოდება რაბლმა შარშან მოიპოვა. წინა რეკორდსმენი, ტეხასის შტატში მცხოვრები კატა სახელად სკუტერი, 2016 წელს, 30 წლისა მოკვდა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?