Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9279
EUR
3.2365
RUR
0.0446
GBP
3.5764

თბილისში, გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის.

 

როგორც „გლობალპრესს“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ახლად გამოვლენილი ობიექტის პირველადი დათვალიერების შედეგად დაფიქსირდა 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი, და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას, ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის ბოლოს განეკუთვნებოდეს. არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციური დასკვნა სააგენტოში უახლოეს დღეებში მომზადდება.

 

სამინისტროს ინფორმაციით, გლდანის ციხესთან ძველი სამარხი სანიაღვრე მილის დაზიანების შედეგად ჩამორეცხილ მიწის ფენებში გამოვლინდა.

 

„პირველადი ცნობა არქეოლოგიური ობიექტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახლომდებარედ მცხოვრებმა მოქალაქემ აცნობა. ღამის განმავლობაში გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების უსაფრთხოება შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა უზრუნველყვეს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?