Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9573
EUR
3.2796
RUR
0.0463
GBP
3.8826

დღეს დუშანბეში ვიზიტით მყოფმა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულებაზე თანმიმდევრულად უარის თქმას, თუ ხელშეკრულების სხვა ხელმომწერებისგან არ მიიღებს „პოზიტიურ სიგნალებს“. ეს განცხადება მან სპარსეთის ყურეში ტანკერების ინციდენტებისა და აშშ-სთან ურთიერთობის მორიგი გართულების ფონზე გააკეთა, თუმცა ეს ინციდენტი ამჯერად არ უხსენებია. ის ტაჯიკეთის დედაქალაქში „აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის ღონისძიებების თათბირის“ სამიტზე იმყოფება.

 

„ირანს არ შეუძლია დაიცვას ეს ხელშეკრულება ცალმხრივად“, - დასძინა როუჰანიმ.

 

ირანის გარდა ორი ხელმომწერი სახელმწიფოს ლიდერი სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინიც ამ სამიტზე იმყოფებიან.

 

ირანმა მაისში უკვე თქვა უარი ზოგი ვალდებულების შესრულებაზე - კერძოდ, დაიწყო ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრება - რადგან შარშან ნოემბერში ხელშეკრულებიდან გავიდა აშშ და ირანს სანქციები გაუმკაცრა. როუჰანის არ დაუზუსტებია რა „დადებით სიგნალებს“ ელოდება და რის შესრულებაზე აპირებს უარის თქმას.

 

თავის გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ რუსეთი დაიცავს შეთანხმებას და ამისკენ მოუწოდა დანარჩენ ხელმომწერ სახელმწიფოებსაც (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი).

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას, თუნდაც დაბომბონ. განცხადება გაკეთდა ირანსა და აშშ-ს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

ამ განცხადების ფონზე ირანის უზენაესი სამხედრო მეთაური, გენერალი მოჰამად ბაგერი ამბობს, რომ ნებისმიერი მტრის „ავანტიურას“ გამანადგურებელი პასუხს გასცემენ.

 

ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

 

2018 წელს ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წელს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეჩერებული იყო.

 

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა. როუჰანის თქმით, აშშ-ის სანქციების განახლებამ ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და მსგავსი მოვლენა 1980-88 წელს ერაყთან ომის დროსაც არ დაფიქსირებულა.

ერაყში, მდინარე ტიგროსზე ბორნის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, ბორანი გადატვირთული იყო.

 

მაშველებმა წყლიდან 30 ადამიანი ამოიყვანეს. დანარჩენი ადამიანის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

სულ ბორანზე 170 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრების უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ.

ჰონგ-კონგში ​ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს ისევ აპროტესტებენ. ამის შესახებ BBC წერს.

 

დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობების პიკეტირება მოახდინეს. პარლამენტი იძულებული გახდა ამ საკითხზე მსჯელობა გადაედო. ექსტრადიციის კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა ჩინეთში, ტაივანსა და მაკაუში გაგზავნა შესაძლებელი გახდება.

 

ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის "ქოლგების მოძრაობის" შემდეგ არ ჩატარებულა.

 

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

 

მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა.“

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აშშ-სთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ დღეს არსებული ვითარება არ არის ისეთი, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს. „ჩვენი არჩევანი მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევაა“, - აღნიშნა რუჰანიმ.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანი შეეჯახება „უდიდეს ძალას“ თუ იგი ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ ნაბიჯებს გადადგამს. მან ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს სურვილი თეირანთან მოლაპარაკებების, როდესაც ირანი ამისთვის მზად იქნება.

 

თეთრი სახლის ლიდერმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკაშირებით 2015 წელს მიღწეული შეთანხმებიდან გასვლა გასულ წელს გადაწყვიტა. მან ასევე განაახლა თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, რამაც ირანს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანისთვის სახელის შეცვლისა და ნურსულთანის დარქმევის გადაწყვეტილება რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ, აქციით გააპროტესტა.

 

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიის წინ მდებარე მოედანზე შეიკრიბნენ.

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილის კამათი სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყაზახეთის პარლამენტმა ქვეყნის დედაქალაქ ასტანისთვის ნურსულთანის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ნურლან ნიგმატულინმა ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.

 

აღნიშნული ცვლილება ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.

ისრაელის პარლამენტმა (ქნესეთი) დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც ქვეყანაში ხელახალი არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ BBC წერს.

 

ამის მიზეზი გახდა ის, რომ პარტია „ლიკუდის“ ლიდერმა და ქვეყნის მოქმედმა პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის ისტორიაში პირველად, დანიშნულ დროში კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

 

„ჩვენ მკაფიო და მკვეთრ საარჩევნო კამპანიას ჩავატარებთ, რაც ჩვენ გამარჯვებას მოგვიტანს, ჩვენ გავიმარჯვებთ, საზოგადოება გაიმარჯვებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

კენჭისყრაზე პარლმენტის დათხოვნას მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგ წავიდა.

 

ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები 17 სექტემბერს ჩატარდება.

 

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართა.

 

 

 

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი ეწოდება.

 

„ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქს ასტანას დაერქვას სახელი ნურსულთანი“, - ნათქვამია განკარგულებაში.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

 

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაერქვას და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას.

 

"საჭიროდ მიმაჩნია, უკვდავყოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახელი. ჩვენი დედაქალაქი მის სახელს უნდა ატარებდეს და ნურსულთანი უნდა ერქვას", - განაცხადა ტოკაევმა.

 

აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა ქვეყნის პარლამენტმაც.

მომდევნო კვირას აშშ გოლანის სიმაღლეებზე ისრაელის სუვერენიტეტს აღიარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აშშ-ს ხელისუფლება ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს გააკეთებს.

 

აღსანიშნავია, რომ გუშინ ისრაელს ვიზიტით ეწვია აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

 

„ვფიქრობ, დროა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს ის ფაქტი, რომ გოლანის სიმაღლეები ყოველთვის იქნება ისრაელის ნაწილი“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში გოლანის სიმაღლეები არ იყო მოხსენიებული, როგორც ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ანგარიშში აღნიშნული ტერიტორია მოხსენიებული იყო, როგორც ისრაელის მიერ კონტროლირებადი.

 

შეგახსენებთ, რომ გოლანის სიმაღლეებს, რომელიც სირიას ეკუთვნოდა, ისრაელი 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს.

თურქეთის საზღვართან მყოფი სირიელი ლტოლვილები თურქეთს დახმარებას სთხოვენ. ლტოლვილები იმედგაცრუბული არიან, ვინაიდან თურქეთმა მათ დაცვაზე უარი თქვა და საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა.

 

ლტოლვილები იძულებულები არიან საზღვართან ახლოს დარჩნენ. თუმცა, ამავე დროს მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა თურქეთის მხარეს გადავიდნენ და მეზობელ ქვეყანას შეაფარონ თავი.

 

„თურქეთი ჩვენი ერთადერთი არჩევანია დღეს. ჩვენ ვეღარ დავაყენებთ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხის წინაშე“, - განაცხადა ერთ-ერთმა სირიელმა ლტოლვილმა.

 

სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ბოლოდროინდელი საბრძოლო მოქმედებების გამო 180 000 მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ამასთან, ბოლო ავიაიერიშებს ათობით ადამიანი შეეწირა.

ახალი ზელანდიის პოლიციამ ქვეყნის პრემიერისთვის ჯასინდა არდერნისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნაზე გამოძიება დაიწყო.

 

როგორც გამოცემა New Zealand Herald იუწყება, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრემიერს სურათი გაუგზავნეს, რომელზეც გამოსახული იყო პისტოლეტი წარწერით „შენ შემდეგი ხარ“.

 

გამოცემის ინფორმაციით, მუქარის შემცველი მესიჯი დღეს, მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ქვეყნის ორ მეჩეთში სროლის შედეგად დაღუპულთა პატივის მისაგები აქცია დასრულდა.

 

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში მომხდარ სროლას 49 ადამიანი ემსხვერპლა.

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ თავად ნაზარბაევმა განაცხადა.

 

„გადაწყვეტილება მივიღე გადავდგე პრეზიდენტის თანამდებობიდან.

 

წელს 30 წელი სრულდება, რაც ჩვენი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე ვიმყოფები. ჩვენმა დიადმა ხალხმა პატივი მარგო, დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჩვენი კანონებით მე მონიჭებული მაქვს პირველი პრეზიდენტის სტატუსი. ვრჩები უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ, რომელიც კანონით აღჭურვილია სერიოზული უფლებამოსილებით ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. ასევე ვრჩები პარტია „ნურ ოთანის“ ლიდერად და საკონსტიტუციო საბჭოს წევრად“, - განაცხადა ნაზარბაევმა.

 

საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ყაზახეთის პარლამენტის სენატის სპიკერი ყასიმ-ჟომარ ტოკაევი შეასრულებს.

 

ნაზარბაევი პრეზიდენტის პოსტს 1990 წლიდან იკავებდა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » დეკემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?