იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ რუსეთთან აქტიურ მოლაპარაკებებს განაგრძობს, რომლის მიზანია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაა. ამის შესახებ სინძო აბემ მმართველი „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ სხდომაზე განაცხადა.

 

„70 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მომავალმა თაობებმა მემკვიდრეობით არ უნდა მიიღონ. სრულად განწყობილი ვარ პრეზიდენტ პუტინთან ერთად დავასრულო ეს პრობლემა და მსურს აქტიური მოლაპარაკებები განვაგრძო სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინგაპურში შეთანხმებას მიაღწიეს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების აქტივიზების შესახებ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.