ყაზახეთის დედაქალაქ ასტანისთვის სახელის შეცვლისა და ნურსულთანის დარქმევის გადაწყვეტილება რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ, აქციით გააპროტესტა.

 

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიის წინ მდებარე მოედანზე შეიკრიბნენ.

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილის კამათი სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყაზახეთის პარლამენტმა ქვეყნის დედაქალაქ ასტანისთვის ნურსულთანის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ნურლან ნიგმატულინმა ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.

 

აღნიშნული ცვლილება ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.