ბაღდადში მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის ცხედარს ირანის ქალაქ აჰვაზში ასობით ათასი ადამიანი დახვდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

შავებში ჩაცმული დემონსტრანტები სულეიმანის გარდაცვალებას გლოვობენ და „სიკვდილი ამერიკას“ სკანდირებენ. ხელში მათ გენერლის სურათები და ირანის დროშები უჭირავთ.

 

6 იანვარს ყასემ სულეიმანის ცხედარს ჯერ თეირანის უნივერსიტეტში, შემდეგ შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში, ბოლოს კი გენერლის მშობლიურ ქალაქ ქერმანში გადაასვენებენ.

 

 

 

 

ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.