ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტმა პირველი სესია გამართა. „სიკვდილი ამერიკას“- სკანდირებდნენ ირანის პარლამენტის წევრები, ინფორმაციას telegraph.co.uk ავრცელებს

 

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ყასემ სულეიმანის მკვლელობას აშშ-ის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი უწოდა და აშშ-ს ურჩია, იქამდე დატოვოს რეგიონი, სანამ რაიმე სერიოზული მოხდება.

 

„დონალდ ტრამპ, თქვენ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეთ. ეს თქვენთვის ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა მან.

 

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ სულეიმანის ცხედარი ერაყიდან ირანის ქალაქ აჰვაზში გადაასვენეს.

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.