ერაყის პროირანელი პრემიერ-მინისტრის, ადელ აბდულ მაჰდის თქმით, აშშ-ის მიერ სოლეიმანისა და მუჰანდისის მოკვლა „ბიძგს მისცემს გამანადგურებელ ომს ერაყში, მთელ რეგიონში და მსოფლიოში“.

 

„ერაყის სამხედრო მეთაურის მკვლელობა, რომელსაც ოფიციალური პოზიცია უკავია, ერაყის მიმართ განხორციელებული აგრესიაა. წამყვანი ერაყელი პირების მკვლელობა და მასთან ერთად ჩვენი მოძმე სახელმწიფოს წარმომადგენლების ლიკვიდაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა“, -განაცხადა აბდულ მაჰდიმ.

 

მან სიტყვით გამოსვლისას პარლამენტსაც მიმართა და მოუწოდა საგანგებო სესიის გამართვისკენ, რათა მიიღონ საკანონმდებლო ნაბიჯები ერაყის „ღირსების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის“ დასაცავად.

 

მართალია, პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა სახის საკანონმდებლო ნაბიჯებზეა საუბარი, თუმცა მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების გაძევებას ქვეყნის ტერიტორიიდან.

 

ცნობისთვის, პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ორი დღის წინ, აშშ-მა განაცხადა, რომ ერაყში დამატებით ძალებს გადაისროდა. 31 დეკებერს, ერაყში ამერიკის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი თეირანს დაპირდა, რომ ის „დიდ ფასს გადაიხდიდა“ მომხდარის გამო.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის ე.წ. ჩრდილოვანი გენერალი ქასემ სოლეიმანი დაიღუპა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.