ირანის უმაღლესმა ლიდერმა აითულა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აერპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

 

„კეთილ სურვილებს ვუსურვებთ მათ, ვინც ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი გზა კვლავ გაგრძელდება. სასტიკი შურისძიება ელოდებათ იმ კრიმინალებს, რომლებმაც თავისი ბინძური ხელები სისხლით დაისვარეს“, -განაცხადა ხამენეიმ.

 

განცხადება ირანის რევოლუციური გვარდიის ყოფილმა მეთაურმაც გააკეთა. მისი განცხადებით, ირანი შურს იძიებს ამერიკაზე.

 

„ის თავის წამებულ ძმებს შეუერთდა, თუმცა ჩვენ სასტიკად ვიძიებთ შურს ამერიკაზე“, - დაწერა მოსენ რეზაიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც, ერაყის გასამხედროებული დაჯგუფებების ინფორმაციით, მათი 5 წევრისა და 2 „მნიშვნელოვანი სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.