ირანის ქალაქ კერმანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა მიმდინარეობს, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ესწრება. ქალაქის ცენტრში, მომიტინგეებს ირანის რევოლუციური გვარდიის ლიდერმა, ჰოსეინ სალამმა მიმართა.

 

„ჩვენ შურს ვიძიებთ, ჩვენ მათ ცეცხლის ალში გავხვევთ“, - განაცხადა სალამმა, რასაც ხალხის მხრიდან შეძახილები „სიკვდილი ისრაელს!“ მოჰყვა.

 

ამერიკის მიმართულებით მუქარა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიდერმაც გააჟღერა.

 

„თუ სასწრაფოდ და საკუთარი ნებით ამერიკის ჯარები რეგიონს არ დატოვებენ, მათ გვამებს ჰორიზონტალურად გაიყვანენ“, - განაცხადა ალი შამხანიმ.

 

აქციის პარალელურად ირანის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც პენტაგონი და მისი მოკავშირეები „ტერორისტებად“ გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.