ირანი „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი შავი ყუთის ლაინერის მწარმოებელი კომპანია Boeing-ისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თეირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აბედზადემ გააკეთა. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანას გადასცემს ირანი შავ ყუთს ანალიზისთვის.

 

თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737-ი ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.